Sky Sports: აბრამოვიჩს "ჩელსის" გასაყიდად 81 დღე ექნება

AutoSharing Option
Sky Sports-ის ცნობით, რომან აბრამოვიჩს ყველანაირი სარგებლის მიღების გარეშე "ჩელსის" გაყიდვისთვის 81 დღე აქვს.

წინააღმდეგ შემთხვევაში, 31 მაისს ოლიგარქს "ლურჯებს" ჩამოართმევენ.

"ჩელსისთან" თანამშრომლობა რამდენიმე სპონსორმა უკვე შეწყვიტა, ამერიკული "ნაიკი" კი ხელშეკრულების გაწყვეტას ფიქრობს.

შეგახსენებთ, 10 მარტს ბრიტანეთის მთავრობამ "არისტოკრატების" მფლობელ აბრამოვიჩს სანქციები დაუწესა და აქტივები გაუყინა, მათ შორის, საფეხბურთო კლუბიც.

მომზადებულია championat-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
იქნებ ბარტერზე წამოვიდეს? 3 მეშოკი ფქვილი, 2 მეშოკი შაქრის ფხვნილი, ზეთიც შეიძლება შევთავაზო
1

სიახლეები პოპულარული