"არასდროს დაგივიწყებთ..." - რონალდომ "ენფილდზე" დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კრიშტიანო რონალდომ სოციალური ქსელის მეშვეობით "ლივერპულის" გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის და მე-7 წუთზე შესრულებული ცნობილი You'll Never Walk Alone-ისთვის მადლობა გადაუხადა.

შეგახსენებთ, მერსისაიდელებთან დაპირისპირება კრიშტიანომ ახალშობილი შვილის გარდაცვალების გამო გამოტოვა. საპასუხოდ, მასპინძელთა გულშემატკივარმა პორტუგალიელის მიმართ პატივისცემა გამოხატა და აპლოდისმენტებით დააჯილდოვა...

"ერთი მსოფლიო... ერთი სპორტი... ერთი საერთო ოჯახი... "ენფილდი", მადლობა... მე და ჩემი ოჯახი ამას არასდროს დაგივიწყებთ" - წერს პორტუგალიელი.

შეგახსენებთ, რონალდო გუნდს უკვე შეუერთდა და გუშინ ივარჯიშა...

რაც შეეხება "ლივერპულთან" ხსენებულ დაპირისპირებას, "წითელი ეშმაკები" მერსისაიდელებთან 0:4 დამარცხდა.

მომზადებულია dailymail-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
მართლაც დასაფასებელია გულშემატკივრების საქციელი.
სოსო
20:50 21-04-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული