ინგლისის პრემიერლიგაში უკანასკნელი, 38-ე ტურის მატჩები გაიმართა. "მანჩესტერ სიტიმ" დაძაბულ ბრძოლაში "ასტონ ვილა" 3:2 დაამარცხა და პრემიერლიგის კიდევ ერთი ტიტული მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ სეზონის განმავლობაში მათსა და "ლივერპულს" შორის დიდი პაექრობა მიმდინარეობდა.
მატჩის შემდეგ "მანჩესტერ სიტისა" და ალჟირის ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა რიად მაჰრეზმა კომენტარი გააკეთა:
"ლივერპული" განსაკუთრებულად კარგი, დიდებული გუნდია. ვიცი, რომ მათ ვძულვართ, რადგან რომ არა ჩვენ, ისინი პრემიერლიგის ტიტულს ყოველ წელს მოიგებდნენ, მაგრამ "ქალაქელები" აქ ვართ, აღვნიშნავთ გამარჯვებას და შემდეგ წელსაც იმავეს გავიმეორებთ", - აღნიშნა რიადმა.
სტატია მომზადებულია
Sports-ის მიხედვით