"ნიუკასლმა" 11,5-მილიონიანი ტრანსფერი განახორციელა

AutoSharing Option
"ნიუკასლმა" დაადასტურა, რომ "ბარნლიდან" 11.5 მილიონ ევროდ 30 წლის მეკარე ნიკ პოუპი შეიძინა.

"კაჭკაჭებმა" კარის დარაჯს 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა. პოუპი "ბარნლიში" 2016 წლიდან მოყოლებული ასპარეზობდა და ამ დროის განმავლობაში 155 შეხვედრაში ითამაშა, სადაც 186 გოლი გაუშვა.

ნიკს ინგლისის ნაკრებში 8 მატჩში უასპარეზია და 1 ბურთი აქვს საკუთარ კარში მიღებული.


მკითხველის კომენტარები / 1 /
ნიუკასლს ისედაც კარგი მეკარეები ყავდა ეს რად უ ნდოდათ.
იმერელი
15:35 24-06-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული