ჯეიმი კარაგერი: რონალდო აღარავის არ სჭირდება

AutoSharing Option
"ლივერპულის" ყოფილმა მცველმა ჯეიმი კარაგერმა Sky Sports-თან "მანჩესტერის" თავდამსხმელ რონალდოზე ისაუბრა:

"მე ყოველთვის ვთვლიდი, რომ ეს უცნაური ტრანსფერი იყო. მუდამ მეგონა, მიუხედავად იმისა, რომ ადრე კარგად თამაშობდა, ეს მომენტი დადგებოდა. 2+1 სისტემის კონტრაქტი გაუფორმეს და ამის დაჯერება არ შემეძლო, ის ხომ მეორე ვიოლინოს როლზე არასოდეს დათანხმდებოდა. თუმცა კარიერის გარკვეულ ეტაპზე უნდა მიხვდე, რომ ის აღარ ხარ. პროფესიონალია და გრძელი კარიერა გამოუვიდა.

37 წლისაა, ამ სეზონში 38-ის გახდება. ის ძველი რონალდო უკვე აღარაა. ჯერჯერობით შესანიშნავი ბომბარდირია, მაგრამ ის აღარაა, რაც ადრე
იყო. შეიძლება ვცდები, მაგრამ არც ერთ კლუბს არ სურს. ახლა ყველაფერი ისე მოჩანს, რომ "მანჩესტერს" მისი თავიდან მოცილება არ შეუძლია, ვინაიდან ის ევროპაში არავის არ უნდა.

ჩემი აზრით, ტენ ჰაგს რომ ჰკითხოთ, გეტყვით, რომ რონალდო არ სჭირდება. დარწმუნებული არ ვარ, რომ "მანჩესტერის" ფეხბურთელებს მისი გუნდში ყოფნა სურთ".

მკითხველის კომენტარები / 14 /
სიცრუეა. პენალდუ ვიხაცა არაბულ გუნდს უნდა. მაგრამ არ გადავა სანამ მანჩესტერს არ გაიყვანს კონფერენს ლიგაზე.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
04 აგვისტო 2022 19:01
17
მესის თუ ქომაგობ კიარ ნიშნავს ყველა გლახაა ან უნდა იყვეს გლახა! მგონი რონალდომ ბევრს შეაყვარა თავი მისი თამაშით ბევრი ახალგაზრდა ბაძავს. პენალდუთი დაკნინება არასწორია როცა არაფელი გაგიკეთებია და ვერც გააკეთებ ვერაფელს. რონალდოს და მესის ადვოკატივარ!
beqa
04 აგვისტო 2022 20:02
2
შე კუანა კარაგერო შენი აზრები შენთვის შეინახე..
მადრიდისტი
04 აგვისტო 2022 18:41
7
სათაური არც მე მომეწონა, მაგრამ სტატიას თუ სრულად წავიკითხავთ, კარაგერი მწარე სიმართლეს ამბობს. რონალდომ უნდა გააცნობიეროს, რომ იმ ასტრონომიულ თანხებს აწი აღარავინ გადაუხდის, რასაც წლების განმავლობაში იღებდა
სიმართლე
05 აგვისტო 2022 15:53
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული