ჯეიმი კარაგერი: რონალდო აღარავის არ სჭირდება

AutoSharing Option
"ლივერპულის" ყოფილმა მცველმა ჯეიმი კარაგერმა Sky Sports-თან "მანჩესტერის" თავდამსხმელ რონალდოზე ისაუბრა:

"მე ყოველთვის ვთვლიდი, რომ ეს უცნაური ტრანსფერი იყო. მუდამ მეგონა, მიუხედავად იმისა, რომ ადრე კარგად თამაშობდა, ეს მომენტი დადგებოდა. 2+1 სისტემის კონტრაქტი გაუფორმეს და ამის დაჯერება არ შემეძლო, ის ხომ მეორე ვიოლინოს როლზე არასოდეს დათანხმდებოდა. თუმცა კარიერის გარკვეულ ეტაპზე უნდა მიხვდე, რომ ის აღარ ხარ. პროფესიონალია და გრძელი კარიერა გამოუვიდა.

37 წლისაა, ამ სეზონში 38-ის გახდება. ის ძველი რონალდო უკვე აღარაა. ჯერჯერობით შესანიშნავი ბომბარდირია, მაგრამ ის აღარაა, რაც ადრე
იყო. შეიძლება ვცდები, მაგრამ არც ერთ კლუბს არ სურს. ახლა ყველაფერი ისე მოჩანს, რომ "მანჩესტერს" მისი თავიდან მოცილება არ შეუძლია, ვინაიდან ის ევროპაში არავის არ უნდა.

ჩემი აზრით, ტენ ჰაგს რომ ჰკითხოთ, გეტყვით, რომ რონალდო არ სჭირდება. დარწმუნებული არ ვარ, რომ "მანჩესტერის" ფეხბურთელებს მისი გუნდში ყოფნა სურთ".

მკითხველის კომენტარები / 14 /
მესმის რონალდო პელემ გააკრიტიკოს ფენომენმა ზიდანმა ან რონალდინიომ მაგრამ კარაგერი ერთი ჩვეულებრივი დოყლაპია მცველი რომელსაც ჰიპია ჯობდა ხმას რატო იღებს? ან ნევილი დაცვაში ეგ არ ვარგოდა და შეტევაში ნოლი იყო. უნამუსო ხალხია რა ეხლაც და მომავალ წელსაც უამრავ ტოპ კლასის მცველსაც ცხვირით ახოხიალებს რონალდო! შეცდომა დაუშვა რეალში კიდე უამრაც გოლს გაიტანდა და შეილებოდა პელესაც დაწეოდა გოლების მხრივ მაგრამ ეშმაკი შეუჩნდა. რეალიდან ვინც კი წავიდა ვინ რა ჩიტი დაიჭირა იმას მაინც უყურონ
რონი
10:37 05-08-2022
3
მე არ მახსენდება საფეხბურთო ისტორიაში რონალდოს მიმართ რომ მჟღავნდება ბოღმა.რომელიმე სხვა მოთამაშეს ქონოდეს როდესმე.
უბრალოდ ვერ მოუნელებიათ როგორ მიაღწია ამხელა წარმატებას.
თან ხომ დამკვიდრდა აზრი რომ რონალდო ვე არის ნიჭიერი მხოლოდ შრომით შეძლო და ეს მიდგომა ხომ კიდევ უფრო ბოღმავს კარაგერის ნაირ არ შემდგერებს.
:)
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული