"ლიზიმ კუბოში ითამაშა" - ირლანდიელებმა გარდაცვლილ დედოფალს დასცინეს

AutoSharing Option
ირლანდიური კლუბი "შემროქ როვერსის" ფანებმა დიდი ბრიტანეთის აწ უკვე გარდაცვლილ დედოფალ ელიზაბედ მეორეს დასცინეს და "იურგორდენთან" გამართული კონფერენს ლიგის მატჩის დროს სპეციალური ჩენტი რამდენჯერმე შეასრულეს. 

ბრიტანეთის დედოფალი შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გარდაიცვალა, რაც ირლანდიელ გულშემატკივრებს ძალიან გაუხარდათ. "შემროქის" ფანები ჯერ სკანდირებდნენ ჩენტს: "ლიზი კუბოშია!", შემდეგ კი "ლიზიმ კუბოში ითამაშა!" (აღნიშნული სიტყვების ასე გაგებაც შეიძლება: "ლიზი საჯარიმოშია" და "ლიზიმ საჯარიმოში ითამაშა", რადგან box ინგილისურად კუბოსაც ნიშნავს და საჯარიმოსაც). 

"შემროქ როვერსი" ოფიციალური განცხადებით დაუპირისპირდა ფანების ამ მოქმედებას. ტექსტში ვკითხულობთ, რომ კლუბის ღირებულებებიდან
გამომდინარე მსგავსი საქციელი მიუღებელია. 

96 წლის ელიზაბედ მეორე 8 სექტემბერს გარდაიცვალა. ის დიდი ბრიტანეთის სამეფო ტახტზე 1952 წლის 6 თებერვალს ავიდა. 

მკითხველის კომენტარები / 24 /
XXI საუკუნეში 96 წლის ქალბატონის ე.წ. დედოფლის გარდაცვალებას ნერვიულობს მასები და ამაზე ღადაობა რატო არ მოსულა?!
ჩემთვის ისეთივე მიუღებელია ეს ფაქტი, როგორც ეს უაზრო მასიური გლოვა, რა უბედურებაა მართლა, 96 წლის ბედნიერი(შორიდან ესე ჩანს) ქალი მოკვდა, რომელიც თავს თვლიდა ვიღაცეების დედოფლად და რაც ყველაზე უარესია ეს ვიღაცეებიც დედოფლად მიიჩნევდნენ, გულისამრევია!!!
ზურა
16:39 11-09-2022
33
მე მგონი მარტო ქართველები დავტირით "უდროოდ" გარდაცვლილ დედოფალს
ლალუკა
09:56 12-09-2022
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული