"მინდა, "ნიუკასლის" ლეგენდა გავხდე" - გიმარაეშის "რეალის" ინტერესსა და "კაჭკაჭების" პროექტზე

AutoSharing Option
"ნიუკასლის" ნახევარმცველმა ბრუნო გიმარაეშმა განაცხადა, რომ მადრიდის "რეალის" ინტერესი ძალიან სიამოვნებს, მაგრამ სურს "კაჭკაჭების" ლეგენდა გახდეს.

"ნიუკასლის პროექტში ეჭვი არასდროს მეპარებოდა. ყოველთვის მინდოდა პრემიერლიგაში თამაში და ახლა სიამოვნებას ვიღებ.

ფანებს ვუყვარვარ, მეც მიყვარს ისინი. მინდა იგივე სულისკვეთებით გავაგრძელო და აქ ლეგენდა გავხდე.

მადრიდის "რეალი" მსოფლიოს საუკეთესო კლუბია და მათი ინტერესი სასიამოვნოა, მაგრამ ეს მხოლოდ საუბარია, მეტი არაფერი",  - ციტირებს გიმარაეშს Chronicle Live.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული