"მანჩესტერმა" რონალდოს პირობები წაუყენა

AutoSharing Option
"მანჩესტერის" დუბლებში გადაყვანილ 37 წლის თავდამსხმელ რონალდოს მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი მხოლოდ იმ შემთხვევაში დააბრუნებს პირველ გუნდში, თუ როტაციის ფეხბურთელობას დათანხმდება, - იტყობინება The Athletic-ი.

ამასთან დაკავშირებით ტენ ჰაგი პორტუგალიელს გაესაუბრება და შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას.

გამოცემის ცნობით, კლუბი რონალდოს გაშვებას შეეცდება და კონტრაქტის გაწყვეტას კომპენსაციის გადახდის გარეშე, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შესთავაზებს.

თუ რონალდო გაუშვა, "იუნაიტედი" მის შემცვლელს არ შეიძენს.

კრიშტიანომ ამ სეზონში პრემიერლიგის 8 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
ვინც ამ პრანჭიას ადარებს მესის, ფეხბურთის გაგებაში არ არის.
პელე, მარადონა და მესი!
მათთან სხვები ახლოსაც ვერ მივლენ.
მაგრამ იქნებ ჩვენი ბიჭუნა დაეწიოს ამ სამეულს...
ILIA
13:59 25-10-2022
28
ნუ როლანდოს ამბიციური ხასიათის ამბავი ყველამ ვიცით, მაგრამ მწვრთნელიც, რომ ძალიან ცუდად იქცევა ესეც ხომ ნათელია. მაგალითისთვის: ერთი პერიოდი დემბელეს ბარსა ფეხებზე ეკიდა, როგორც უნდოდა ისე იქცეოდა, მაგრამ მოვიდა ჩავი და კი არ დასაჯა, პირიქით მხარში ამოუდგა და დღეს ქეც ვხედავთ როგორ თამაშობს, ისე, რომ მწვრთნელზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. უბრალოდ ტერ ჰააგის პოზიცია ასეთია: შემხედეთ თვით ლეგენდა როლანდოსაც კი ვსჯი, ისე, რომ ყველა მიფრთხილდეს. მაინც მგონია ტერ ჰააგი ცუდად დაამთავრებს, სამრწვთნელო კარიერას.
გოჩა
13:19 25-10-2022
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული