"მომეცით კალამი" - მარტინელი "არსენალთან" კონტრაქტის გასაგრძელებლად მზადაა

AutoSharing Option
21 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი გაბრიელ მარტინელი "არსენალთან" კონტრაქტის გასაგრძელებლად მზადაა, - იტყობინება Evening Standard-ი.

"არსენალში" ბედნიერი ვარ. ამაზე უკვე ბევრჯერ ვილაპარაკე. ეს ჩემი კლუბია. მე აქ მომწონს. მომწონს ქალაქი, კლუბი, ყველაფერი, რაც მასთანაა დაკავშირებული.

დარჩენა მინდა. უბრალოდ კალამი მომეცით.

გოლების გატანა მსურს. მინდა შემდეგ მატჩშიც გავიტანო და გუნდს დავეხმარო. როდესაც გავიგე, "არსენალი" ჩემ შეძენას აპირებდა, ეს დღე ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო გახდა", - განაცხადა მან.

ამ სეზონში მარტინელიმ პრემიერლიგის 12 მატჩში 5 გოლი გაიტანა
და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული