"ისეთი ფეხბურთელები გვჭირდება, რომლებსაც სირბილი შეუძლიათ" - კომპანის ხუმრობა რონალდოზე

AutoSharing Option
"ბარნლის" მწვრთნელი ვენსან კომპანი მუნდიალის დროს BBC-ის ექსპერტად მუშაობს. მოგეხსენებათ, ის წარულში "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელი გახლდათ.

მას კითხვა იმის შესახებ დაუსვეს, ისურვებდა თუ არა თავის ამჟამინდელ გუნდში რონალდოს ხილვას. როგორც იცით, გუშინ კრიშტიანომ "წითელ ეშმაკებთან" კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა.

"გუნდში ისეთი მოთამაშეები გვჭირდება, რომლებსაც სირბილი შეუძლიათ", - გაიხუმრა კომპანიმ.

altერთადერთი რონალდოა - 830 ფეხბურთელს შორის უკლუბოდ მხოლოდ კრიშტიანო დარჩა

altცნობილია 2 რეალური ვარიანტი - რონალდო კარიერას შეიხების გუნდში განაგრძობს?

alt"სად წავა? - კითხვაზე პასუხი აშკარაა..." - უტკინმა რონალდოს მომავალი

სავარაუდო გუნდი დაასახელა
მკითხველის კომენტარები / 6 /
უბრალოდ იმდენი გუნდი და მათი ფეხბურთელი ყავს გამწარებული თავისი გოლებით ცდილობენ იაფასიან შურისძიეაბას,მაგრამ რწყილის ნაკბენს გავს.
ამაშია საქმე
12:31 26-11-2022
0
რონის გულშემატკივარი არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ მინდა სადმე ისეთ გუნდში გადავიდეს მეორე სუნთქვა გაეხსნას და თავისი კლასი აჩვენოს, რაც ამან და მესიმ შეძლეს ფაქტია იგივეს გამეორება მარტო ხვიჩას შეუძლია ამ გადასახედიდან, ამ ორი ლეგენდის ფეხის დაცდენა მხოლოდ პელეს და მარადონას ფანატიკოს ფანებს უხარიათ. გაიძახიან მსოფლიო მოიგოს და ეგეთები და თითქოს ყველაფერს ხაზს უსვამენ რაც აქამდე გაუკეთებიათ, ზოგი ამათზე მაღლა ზიზუსაც კი აყენებს. მთავარი სტაბილურობაა თორე რონალდინიოს და ბრაზილიელ რონალდოს რამოდენიმე ისეთი სეზონი აქვთ ჩატარებული მარადონას არც დაესიზმრებოდა.
გულშემატკივარი
16:59 23-11-2022
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული