ცნობილია 2 რეალური ვარიანტი - რონალდო კარიერას შეიხების გუნდში განაგრძობს?

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, გუშინ "მანჩესტერ იუნაიტედმა" ოფიციალურად გვაუწყა, რომ კრიშტიანო რონალდო "მანკუნიანელთა" ღირსებას აღარ დაიცავს.

რონალდო, სოციალური ქსელის მეშვეობით, გულშემატკივრებს თბილად დაემშვიდობა და კლუბს წარმატებები უსურვა.

ესპანური Marca-ს ცნობით, კრიშტიანოს დამატებისთვის "ნიუკასლი" და "ალ ნასრი" იბრძოლებენ.

ინგლისელები ფეხბურთელისთვის ბრძოლაში ლიდერობენ, რადგან კრიშტიანოს ევროპაში დარჩენა სურს. "კაჭკაჭები" ამ სეზონში დამაჯერებლად ასპარეზობს და პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილს იკავებს. კლუბის თავკაცი ედი ჰაუ პორტუგალიელის ტრანსფერს მიესალმება.

რონალდო "მანჩესტერ იუნაიტედში" 2020 წელს "იუვენტუსიდან" დაბრუნდა. "წითელი ეშმაკების" მაისურით ჯამში 346 მატჩი გამართა, თავი კი 145 გატანილი
გოლითა და 46 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

altგასრულდა ესე ამბავი - რონალდომ "მანჩესტერი" დატოვა

მკითხველის კომენტარები / 1 /
გადავიდეს ნიუკასლში და დატოვოს მანჩესტერი ლიგის მიღმა
დიტო
12:16 23-11-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული