"შახტარმა" მუდრიკი "არსენალს" 55 მილიონ ფუნტად არ მიჰყიდა

AutoSharing Option
ამ ინფორმაციას ბრიტანული "ტელეგრაფი" ავრცელებს: "არსენალმა" "შახტარს" ნახევარმცველ მიხაილ მუდრიკის ტრანსფერზე ოფიციალურად მიმართა.

გამოცემა ირწმუნება, რომ ლონდონურმა კლუბმა 21 წლის ფეხბურთელში 55 მილიონი ფუნტი და პლუს, ბონუსები შესთავაზა, მაგრამ "შახტარი" 85 მილიონს ითხოვს.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მუდრიკის სამსახურით სხვა კლუბებიც არიან დაინტერესებული.

მკითხველის კომენტარები / 4 /
55 დან დაიწყეს და ბოლოს,100 მილიონად გაიყიდა!გული მწყდება ხვიჩა ასე კაპიკებად რომ გაიყიდა და ის თანხაც,სავარაუდოდ რუბინმა წაიღო.ცოტა რომ გაეწელათ,ბათუმსაც დარჩებოდა რამდენიმე მილიონი.
სოსო
23:37 16-01-2023
0
მუდრიკი მაგარი ბიჭია მაგრამ 85 ჯერ ადრეა, ლიგაზეც არც ისე ძლიერ ჯგუფში ჩარჩა შახტარი
დათო
21:00 28-12-2022
0

სიახლეები პოპულარული