"ბორნმუთმა" კიევის "დინამოსგან" უკრაინის ნაკრების 20 წლის ცენტრალური მცველი ილია ზაბარნი 25 მილიონ ფუნტად შეიძინა (პლუს ბონუსები) და ხუთწლინახევრიანი კონტრაქტი გაუფორმა.
კიევის "დინამო" ზაბარნის შემდგომი შესაძლო ტრანსფერიდან 20%-ს მიიღებს. კლუბებმა აგრეთვე საქველმოქმედო მატჩის ჩატარება დაგეგმეს.
ინგლისში უკვე ხუთი უკრაინელი ფეხბურთელი თამაშობს - ილია ზაბარნი (ბორნმუთი), მიხაილ მუდრიკი (ჩელსი), ალეკსანდრ ზინჩენკო (არსენალი), ვიტალი მიკოლენკო (ევერტონი) და ეგორ იარმოლიუკი (ბრენტფორდი).
ჩვენი მზეც ამოვა! ვალდებული ვართ მესხის, მეტრეველის, ბარქაიას, ყიფიანის და მრავალი სხვა ქართველი ვარსკვლავის შემდგომმა თაობებმა თავისი სიტყვა თქვან.
მესხის ისტორია ყველამ იცის და აქედანვე ყველაფერი თავნათელია თუ რა შოვინიზმი დათესა ხრუშოვმა! ბელანოვს რომ ოქროს ბურთი მისცეს, სსრკს-ს საუკეთესო ფეხბურთელი იმ წელიწადს ზავაროვი გახდა (!) სსრკს-ის დაშლის შემდგომი პერიოდი ქეცბაიამ, ყაველაშვილმა და სხვ. ნიჭიერმა ფეხბურთელებმა გააგრძელეს, მაგრამ უმთავრესად საზღვარგარეთ მაშინ, როდესაც უკრაინის ჩემპიონატის დონე ზღვრულ თამასას არ ჩამოსცილებია... საჭიროა ჩვენი ჩემპიონატის დონე რაიმე სტანდარტს პასუხობდეს. არ არის აუცილებელი პრემიერლიგის დონე. ვთქვათ ავსტრიის, შვეიცარიის, ხორვატიის ან სლოვენიის დონე საკმარისი იქნებოდა, რომ საშუალო დონის ფეხბურთელი აღარ წასულიყო არასაფეხბურთო ან ნაკლებსაფეხბურთო ქვეყანაში. ჩვენი ფეხბურთელები ამ შემთხვევაში, როგორც ხორვატები, პირდაპირ ტოპ 5 ქვეყნის ჩემპიონატებში გადავიდოდნენ. საბედნიეროდ საკმაო ნიშნებია ჩვენი პირვოლობის განვითარების კუთხით... ომარ თეთრაძე, განელი, სენეგალელო და სხვ. მნიშვნელოვანი ტრანსფერები. ასეთი მაღალი დონის გარიგებები არ მომხდარა არასდროს. იგივე ნაკრები, ფეხბურთის განვითარების ფონდი, წრეულს ევროპის ახალგაზრდული, რომელიც ინფრასტრუქტურას დაგვიტოვებს. არ მინდა არავის ადვოკატი ვიყო (ჩვენს მთავრობას ვგულისხმობ), მაგრამ დასანახი უნდა დავინახოთ.
მეტსაც ვიტყვი, ამჟამინდელი ნაკრები არაფრით ჩამოუვარდება უკრაინას და გაცილებით მეტი პოტენციალი აქვს და კლუბები გაცილებით შორს წავლენ. უბრალოდ ამჟამინდელი ვითარება გულდასაწყვეტია, როდესაც კვარას გარდა მეორე ლიგებში გვყავს ფეხბურთელები, მაგრამ ეს მყისვე შეიცვლება ნაკრების წარმატებების კვალდაკვალ და ნაკრებს არც კლუბები ჩამორჩება.
არა, აქამომდე რომ გვჯობდა ეს ყველასთვის ცნობილია, მაგრამ არამგონია ამჟამად ასე იყოს, თუმცა საცოდაობაა ჩვენი მათთან შედარება ამ ფონზე, მაგრამ მოვიცდით ბატონო, სულ მალე გამოჩნდებიან უკრაინელები თუ რისი მაქნისები არიან!
ერთი ჩვენმა ნაკრებმა მიაღწიოს წარმატებას და მერე ვნახოთ ვისი აჯობებს, თუმცა ეხლაც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ნაკრები ტოლს არ დაუდებს მათ!