AS-ის ცნობით, გიორგი მამარდაშვილს "ლივერპული" შეიძენს და იჯარით "ვალენსიაში" დატოვებს.
გამოცემა საკუთარ წყაროზე და Geo Team-ის გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მამარდაშვილს "ბორნმუთში" თამაშის" სურვილი არ აქვს, რადგან ვალენსიაში თავს კარგად გრძნობს, გულშემატკივრები დიდ პატივს სცემენ და "ლივერპულში" ალისონის წასვლის შემდეგ გადავა.
ერთი სიტყვით, კლუბებმა 40 მილიონ ევროზე პოზიციები შეაჯერეს, რაც სამივე მხარეს აწყობს და მალე კონტრაქტსაც გააფორმებენ. აღნიშნულია, რომ გადამწყვეტი გიორგისთვის მწვრთნელის, რუბენ ბარახას მისდამი დამოკიდებულება გახდა, რომელმაც "ბარსელონასთან" მატჩში ძირითადში დააყენა.