პრემიერლიგის 22-ე ტურში, "ვესტ ჰემთან" ფრედ დასრულებულ მატჩში (1:1), "ჩელსის" ნახევარმცველმა მიხაილ მუდრიკმა 67 წუთი ითამაშა, კარში არ დაურტყამს და დრიბლინგი არ განუხორციელებია.
100 მილიონ ევროდ შეძენილმა ფეხბურთელმა ლონდონურ გუნდში ჩატარებულ მესამე შეხვედრაში თავი ვერაფრით გამოიჩინა და ინგლისელმა ჟურნალისტმა პირს მორგანმა დასცინა.
"მსოფლიოს ფეხბურთში ყველაზე ძვირად ღირებული ინდაური?", - დაწერა მორგანმა "ტვიტერზე".