კიდევ ერთი ვარიანტი - ფაბრიციო რომანო "ნაპოლიში" ხვიჩას შესაძლო შემცვლელზე წერს

AutoSharing Option
ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს, რომ "ნაპოლი" გუნდიდან წასული ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელზე აქტიურად მუშაობს.

მისი ინფორმაციით, "პარტენოპეი" "დორტმუნდს" დაუკავშირდა და 23 წლის გერმანელი შემტევის კარიმ ადეიემის ტრანსფერზე პირველადი მოლაპარაკებები გამართა.

თავად ფეხბურთელი მზადაა, რომ იტალიურ კლუბს ამ ზამთარსვე მიაშუროს. მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირზე 13 შეხვედრაში ითამაშა, სადაც 5 გოლი გაიტანა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

მოგეხსენებათ, "ნაპოლის" სახელს აქტიურად "მანჩესტერ იუნაიტედის" 20 წლის შემტევ ალეხანდრო გარნაჩოსაც უკავშირებენ და "პარტენოპეიმ" "წითელ ეშმაკებს" ოფიციალური წინადადებითაც მიმართა და წესით, ტრანსფერი გადაწყვეტილი
იყო, თუმცა საქმეში შემდეგ "ჩელსი" ჩაერია და ჯერჯერობით შეთანხმება არ შემდგარა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
შემცვლელში რას გულისხმობთ ხელფასსაც იგივეს დაუნიშნავთ))))
სვანსკი
17:22 23-01-2025
0
ხო ყავთ ნერეში რაღა უბდათ )))
ტოტტი
15:22 23-01-2025
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული