ინფორმაცია დადასტურდა - ფირმინო სეზონის ბოლოს "ლივერპულიდან" წავა

AutoSharing Option
"ლივერპულის" შემტევის რობერტო ფირმინოს აგენტმა როჯერ ვაიტმანმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ სეზონის ბოლოს ბრაზილიელი "ენფილდს" დატოვებს.

31 წლის შემტევი ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება და ახალ კლუბში გადასვლაც სრულიად უსასყიდლოდ შეეძლება.

შეგახსენებთ, რომ ფირმინო "ლივერპულში" 2015 წელს "ჰოფენჰაიმიდან" გადავიდა. მიმდინარე სეზონში მან პრემიერ ლიგის 17 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 7 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნაპოლიში არ იქნებოდა ცუდი.რასპადორი-სიმეონეს იჯარები უსრულდებათ ზაფხულში და სკამზე ფირმინოს დონის ფორვარდი არ იქნებოდა ურიგო.
მეზღვაური
16:13 05-03-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული