ლონდონელებს დროებით ბრუნო სალტორი დამოძღვრავს, პოტერის გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი მის შესაძლო შემცვლელზე პრესაში უკვე არაერთი ინფორმაცია ვრცელდება.
ზინედინ ზიდანი, მაურისიო პოჩეტინო, რუბენ ამორიმი, იულიან ნაგელსმანი, რობერტო დერ ძერბი - ეს ის მენეჯერები არიან, რომლებიც შესაძლოა, "სტემფორდ ბრიჯზე" მივიდნენ.
საინტერესოა, რომ ინგლისური პრესის ცნობით, ახალი სამსახურის ვარიანტი თავად პოტერსაც აქვს. გუშინ "ლესტერმა" ბრენდან როჯერსი გადააყენა და "მელიები" ერთ-ერთ ვარიანტად სწორედ "ჩელსის" ყოფილ დამრიგებელს განიხილავენ.