ინგლისის თასის ნახევარფინალში "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ბრაიტონი" პენალტების სერიაში 7:6 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.
"თოლიების" მხრიდან ერთადერთი თერთმეტმეტრიანი სოლი მარკმა ააცილა.
მეორე ფინალისტი "მანჩესტერ სიტი" იქნება, რომელმაც "შეფილდ იუნაიტედი" რიად მაჰრეზის ჰეთ-თრიკით 3:0 დაამარცხა.
მანჩესტერული დერბი თასის ფინალში 3 ივნისს გაიმართება.