მაგუაიერი ლონდონური გუნდების რადარზე - ფეხბურთელის გაშვების წინააღმდეგი არც "იუნაიტედია"
AutoSharing Option
Transfer News Central-ის ინფორმაციით, ორი ლონდონური კლუბი, "ვესტ ჰემი" და "ტოტენჰემი" "მანჩესტერ იუნაიტედის" მცველის ჰარი მაგუაიერის შეძენით არიან დაინტერესებულნი.
თავის მხრივ, 30 წლის ფეხბურთელის გასხვისების წინააღმდეგი არც "წითელი ეშმაკები" იქნებიან და სატრანსფერო ფანჯარაზე ყველა შეთავაზებას განიხილავენ.
მაგუაიერს "ოლდ ტრაფორფდის" ბინადრებთან კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს.