"ნიუკასლი" "ინტერიდან" ბარელას გადაბირებას ცდილობს

AutoSharing Option
ბრიტანული "ტელეგრაფის" ცნობით, "ნიუკასლი" "ინტერის" ნახევარმცველ ნიკოლო ბარელას ტრანსფერზე მუშაობს.

"ნიუკასლი" ბარელას შესაძენად მოლაპარაკებას აწარმოებს და მზადაა ტრანსფერში 50 მილიონი ფუნტი გადაიხადოს.

თუ ბარელა "ნიუკასლში" გადავიდა, გუნდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება. ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერება კლუბისთვის პრიორიტეტულია და აგრეთვე ჯეიმს მედისონის (ლესტერი) გადაბირებას შეეცდებიან.

ბარელამ გასულ სეზონში სერია A-ს 35 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ბარელა ხელშეუხებელია!
ნერაძური
17:31 15-06-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული