მამარდაშვილის ახალი ვარიანტი - სუპერ პროექტის ერთ-ერთი მონაწილე და გაზრდილი ანაზღაურება შეიხების გუნდში

AutoSharing Option
ესპანური El Gol Digital წერს, რომ გიორგი მამარდაშვილს "ნიუკასლის" სახით ახალი მსურველი ჰყავს.

უფრო მეტიც, გამოცემა შორს მიდის და აღნიშნავს, რომ ფინანსურად მოძლიერებული "კაჭკაჭები" მზად არიან დაახლოებით 25 მილიონი ევრო გაიღონ, რის სანაცვლოდაც "ვალენსია" ჩვენებურს შეელევა.

მოგეხსენებათ, "ღამურები" ფინანსურ კრიზისში არიან და ზაფხულში ქართველის "მესტალიადან" აბარგება გარდაუვალი ჩანს.

ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, "სენტ ჯეიმს პარკის" ბინადრები, გიორგის ბევრად მაღალ ანაზღაურებას სთავაზობენ, რასაც ის "ვალენსიაში" გამოიმუშავებს.

მოგეხსენებათ, მამარდაშვილის მსურველთა შორის არაერთი ინგლისური თუ სხვადასხვა წამყვანი ევროპული ჩემპიონატების ბინადარი კლუბი სახელდება.

როგორც
იცით, ედი ჰაუს "ნიუკასლი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა, ზაფხულში სერიოზულად აპირებს გაძლიერებას, მეგა პროექტი აქვთ და სამომავლოდ პრემიერ ლიგის მოგებაზეც ფიქრობენ.

გუნდის ამჟამინდელი კიპერი 31 წლის ინგლისელი ნიკ პოუპია.
მკითხველის კომენტარები / 5 /
თუ სათადარიგოში დაჯდება და არ ითამაშებს წლეების განმავლობაში, რად უნდა ზედმეტი მილიონები?!
როლანდ
16:10 30-05-2023
0
სასიამოვნოა,ჩემპიონთა ლიგაზე გამომსვლელი ბრიტანული კლუბი რომ ინტერესდება,მაგრამ ინგლისში,გამოსვლებზე და ფეხით კარგად მოთამაშე უნდა იყო,ეს კომპონენტები,გიორგის ძლიერი მხარე არ არის და სავარაუდოდ,სათადარიგო მეკარედ მოუწევს დაწყება.ახლანდელი მეკარე,მხოლოდ 31 წლისაა და დღეს ეს, არაფრად ითვლება.კარგი დაფიქრება სჭირდება,აწყობს თუ არა,ასეთ სიტუაციაში აღმოჩენა.დღევანდდლ მამარდას,ალბათ არავისთან კონკურენციისა არ უნდა ეშინოდეს,მაგრამ თუნდაც რაღაც ხნით,სკამზე ჯდომამ,შესაძლოა ფორმიდან ამოვარდნაც გამოიწვიოს და მართლაც კარგი დაფიქრება და ყველაფრის აწონ-დაწონა სჭირდება.
სოსო
20:43 28-05-2023
1

სიახლეები პოპულარული