ინგლისის პრემიერ ლიგის 1-ელ ტურში "არსენალმა" "ნოტინგემ ფორესტს" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.
პირველ ტაიმში "მეთოფეებმა ედვარდ ნკეტიასა (26) და ბუკაიო საკას (32) გოლებით ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს, მეორე ნახევარში ტაივო ავონიმ სხვაობა შეამცირა, თუმცა სტუმრებმა მეტი გოლის გატანა ვეღარ მოახერხეს და თამაშიც მიკელ არტეტას შეგირდების გამარჯვებით დასრულდა.
ამრიგად, "არსენალი" მომდევნო შეხვედრას 21 აგვისტოს, "კრისტალ პალასთან" გამართავს.
"ნოტინგემი" 18 აგვისტოს "შეფილდს" უმასპინძლებს.