ინგლისის პრემიერ ლიგის მე-8 ტურში "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ბრენტფორდს" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.
სტუმრებმა 26-ე წუთზე მატიას იენსენის გოლის წყალობით ანგარიში გახსნეს.
თითქოს და მატჩი ტენ ჰაგის გუნდისთვის უიმედოდ მიდიოდა, თუმცა 87-ე წუთზე ცვლილებაზე შემოსულმა სკოტ მაკტომინეიმ 90+3 და 90+7 წუთებზე ორი გოლი გაიტანა და "წითელ ეშმაკებს" მოაგებინა.
ამრიგად, "მანჩესტერ იუნაიტედი" 12 ქულით მე-9 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას 21 ოქტომბერს, "შეფილდთან" გამართავს.
"ბრენტფორდი" 7 ქულით მე-14 პოზიციას იკავებს, იმავე 21 ოქტომბერს კი "ბარნლის" უმასპინძლებს.