დიდი გადაადგილებები "მანჩესტერში" - "იუნაიტედში" ზაფხულში ბევრი რამ შეიცვლება

AutoSharing Option
ESPN წერს, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "მანჩესტერ იუნაიტედში" ბევრი რამ შეიცვლება და ეს "წითელ ეშმაკებში" ერთ-ერთი ახალი მფლობელის, ჯიმ რეტკლაიფის მოსვლას უკავშირდება.

"ოლდ ტრაფორდიდან" აბარგება ბევრ ფეხბურთელს მოუწევს. სიაში არიან: კრიასტიან ერიქსენი, რაფაელ ვარანი, კაზემირო, ჰარი მაგუიაერი, სკოტ მაკტომინეი, აარონ ვან-ბისაკა და ვიქტორ ლინდელოფი. ენტონი მარსიალს კონტრაქტი უმთავრდება და გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

"იუნაიტედი" გეგმავს, რომ დაემშვიდობოს ამჟამად განათხოვრებულ ფეხბურთელებს. საუბარია ჯეიდონ სანჩოზე, დონი ვან დე ბეეკზე, ფაკუნდო პელისტრსა და ბრენდონ უილიამსზე. 

სამაგიეროდ, "მანჩესტერი" გაძლიერებასაც გეგმავს. ერიკ ტენ
ჰაგს უნდა, რომ ფეხბურთელები განსაკუთრებით თავდამსხმელისა და მცველის პოზიციებზე დაიმატოს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
კვარა, კვარა, კვარა! თუ ახალი გუნდი იქმნება, ზუსტად იქ არის საწირო ხვიჩა კვარაცხელია!
მალხაზ ჯობავა
23 თებერვალი 2024 15:03
1
რაშფორდიც მოსაცილებელია და ანტონიც
giorgi
23 თებერვალი 2024 13:37
1
და რეტკლაიფიც
გოგა
24 თებერვალი 2024 01:04
0

სიახლეები პოპულარული