თუ ესპანელის ვარიანტი არ გამოვიდა, "მერსისაიდელები" რობერტო დე ძერბის, იულიან ნაგელსმანსა და რუბენ ამორიმს შორის გააკეთებენ არჩევანს.
"ენფილდზე" ახალი მწვრთნელის საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც ამჟამინდელმა დამრიგებელმა იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ ზაფხულში "ლივერპულს" დატოვებს.