საუთგეიტმა შესაძლოა, დროებით სამწვრთნელო საქმიანობა შეწყვიტოს

AutoSharing Option
Daily Mail-ის ინფორმაციით, ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავკაცმა გარეთ საუთგეიტმა შესაძლოა, დროებით სამწვრთნელო საქმიანობა შეწყვიტოს.

53 წლის სპეციალისტს BBC საფეხბურთო ექსპერტად იწვევს. ეს პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ტელევიზიიდან იან რაითი წავიდა.

აღსანიშნავია, რომ თუ საუთგეიტი შემოთავაზებას მიიღებს, მას მოუწევს გარი ლინეკერთან ტანდემში მუშაობა, რომელიც ინგლისის ნაკრების მწვრთნელობის დროს მენეჯერს სასტიკად აკრიტიკებდა.

აღსანიშნავია, რომ საუთგეიტი 2009 წელს, "მიდლსბროს" დატოვების შემდეგ, ტელევიზიაში უკვე მუშაობდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გადაშEნდეს რაის დროებით აეკრძალოს სამუდამოთ. თამასია ფეხბურთი როლემლსაც ყველაზე უშნოდ თამსობს
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული