მიქაუტაძეს "ლიონში" შესაძლოა, ერთი კონკურენტი მოაკლდეს

AutoSharing Option
ჟურნალისტს საშა ტავოლიერის ინფორმაციით, "ტრაბზონსპორს" "ლიონის" ფორვარდის გიფტ ორბანის იჯარით აყვანა სურს.

თურქული გუნდი მზადაა, 22 წლის ნიგერიელი 1 მილიონ ევროდ ინათხოვროს და "ოლიმპიკს" კიდევ 6 მილიონი დაუმატოს, თუ ფეხბურთელი სეზონში 20 გოლს მაინც გაიტანს ან გუნდი ჩემპიონი გახდება.

ფრანგულ მხარეს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია. თანაც, ორბანმა ლიგა 1-ის ბოლო ტურში დუბლი შეასრულა და "სტრასბურგთან" მოგებულ 4:3 შეხვედრაში დიდი წვლილი შეიტანა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
მოიხოდება მალე იქაუტაძე და დაიწყებს გოლების შეყრას, ლიონს კი ჩვევად ექცა უკვე ცუდი სტარტი ჩემპიონატში
გოგა
02:38 06-09-2024
0
ამ ეტაპზე აეგ ორბანი, მიქაუტაძესა და ლაკაზეტს ორივეს ერთად აღებულს სჯობს და რავი... აიაქსის არ იყოს, ჟორჟიკა იწევს ასეთ საეჭვოდ რიკაშეტ გუნდებზე თუ ისინი ირჩევენ ამას, უკვე არაჯანსაღი სუნი უდის ლიონის ტრანსფერებსაც...
დდდ
15:39 05-09-2024
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული