გიუნდოგანი მანჩესტერშია და დღეს "სიტიში" სამედიცინო შემოწმებას გაივლის

AutoSharing Option
Sky Sport-ის ინფორმაციით, 33 წლის გერმანელი ნახევარმცველი ილქაი გიუნდოგანი მანჩესტერში ჩაფრინდა, სადაც დღეს ის შემოწმებას გაივლის და "სიტიში" მის დაბრუნებას ოფიციალურად გვამცნობენ.

გამოცდილი შუახაზელი 1+1 სისტემის კონტრაქტს მოაწერს ხელს და "ეტიჰადზე" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდება.

შეგახსენებთ, რომ გიუნდოგანი "სიტის" ღირსებას 7 წელი იცავდა, გასულ ზაფხულს "ბარსელონას" მიაშურა, თუმცა კატალონიურ გრანდში მხოლოდ 1 სეზონი გაატარა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ან რას მიდიოდა ან რისთვის მოდის?!
gomako
16:15 22-08-2024
0

სიახლეები პოპულარული