"არსენალი" ზინჩენკოს გაყიდვას გეგმავს

AutoSharing Option
"მანჩესტერის" და "ტოტენჰემის" ყოფილმა სკაუტმა მიკ ბრაუნმა განაცხადა, რიმ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას "არსენალი" უკრაინელი მცველის ალეკსანდრ ზინჩენკოს გაყიდვას აპირებს.

"ზინჩენკოს, გაბრიელ ჟეზუსის და კირან ტირნის გასხვისება უნდათ. ისინი მწვრთნელის გეგმებში არ შედიან. ეს კლუბის სახელფასო განაკვეთს მნიშვნელოვნად შეამცირებს და შემადგენლობის გაძლიერების საშუალება მიეცემათ. ხანდახან ზოგიერთ მეორეხარისხოვან ფეხბურთელს უნდა დაემშვიდობო და მათ ტრანსფერში გარკვეული თანხა მიიღო", - ციტირებს ბრაუნს Football Insider-ი.

27 წლის ზინჩენკომ ამ სეზონში "არსენალში" მხოლოდ ხუთ მატჩში მიიღო მონაწილეობა, კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, მისი სატრანსფერო
ღირებულება კი 35 მილიონი ევროა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ასე ყიდულობენ ლიბერალების დავალებით უკრაინელ ფეხბურთელებს (ომში ეხმარებიან ასეDD)და 1 წელში გაყიდვაზე ჩალიჩობენ D ისე წესით რატომ უნდა იჩალიჩონ და იწვალონ გაყიდვაში ? ლიბერალებმა როგორც აიძულეს იმათი ყიდვა ისე ეხლა მოსთხოვონ გადაუხადონ ის ფული რაც დაახარჯინეს ტყუილად ! არ მოსთხოვენ ?მაშინიყვნენ ასე დაჩმორებულები და დაუხარონ თავი ლიბერალებს და რასაც მიიღებენ ნახავენ !
zura222
15:45 21-11-2024
4
პრემიერლიგიდან ჩამოწერილები იტალიაში მიდიან
თემო
12:38 21-11-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული