ირკვევა, რომ რამდენიმე კვირის წინ ნორვეგიელი შვეიცარიაში იმყოფებოდა და საგზაო წესების დარღვევისთვის 60 ფრანკით დააჯარიმეს, მაგრამ მან ჯარიმა არ გადაიხადა.
ახლა კი კანომდებლობის მიხედვით, შვეიცარიაში ჩასვლის შემთხვევაში, მას ერთი დღის ციხეში გატარება მოუწევს, ან შეიძლება ჯარიმის გადახდითაც გადარჩეს.
ფეხბურთელის შვეიცარიაში ჩასვლა სულაც არ არის გამორიცხული, რადგან მამამისი სწორედ ამ ქვეყანაში ცხოვრობს და "სიტისაც" შესაძლოა, ევროპულ ტურნირებზე მატჩი ამ ქვეყანაში ჰქონდეს.