ნიდერლანდელი ამ პოსტზე სტივ კუპერს ჩაანაცვლებს, რომელიც "მელიების" ხელმძღვანელობამ "ჩელსისთან" 1:2 მარცხის შემდეგ დაითხოვა.
მოგეხსენებათ, ნისტელროის ბოლო სამუშაო ადგილი "მანჩესტერ იუნაიტედი" გახლდათ. ის გუნდის უკვე ყოფილი მწვრთნელის ერიკ ტენ ჰაგის ასისტენტი გახლდათ, მისი დათხოვნის შემდეგ კლუბს რამდენიმე შეხვედრაში უხელმძღვანელა, მაგრამ "მანჩესტერის" ახალმა მწვრთნელმა რუბენ ამორიმმა თავის შტაბში აღარ შეიყვანა.