Fichajes-ის ცნობით, "ლივერპული" "რეალის" 25 წლის მარჯვენა გარემარბით ბრაიმ დიასით დაინტერესდა.
დიასის თამაში "ლივერპულის" მწვრთნელს არნე სლოტს მოსწონს და უნდა ზაფხულში თავის გუნდში გადაიყვანოს.
მიმდინარე სეზონში დიასმა 28 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა, transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 35 მილიონი ევროა.