ნაცნობი სპონსორის დაბრუნება - "ლივერპულს" მომავალი სეზონიდან Adidas შემოსავს

AutoSharing Option
"ლივერპულმა" გვაუწყა, რომ კლუბის სპონსორი მომავალი სეზონიდან გერმანული Adidas გახდება, რომელიც "მერსისაიდულ" გუნდში ამ როლს 1985-დან 1996 წლის, ასევე 2006-დან 2012 წლის ჩათვლით ირგებდა.

კლუბის ამჟამინდელი სპონროსი Nike გახლავთ. მომავალი სეზონიდან Adidas მიაწოდებს სათამაშო და სავარჯიშო ფორმას "ლივერპულის" ყველა გუნდს, ასევე ტანსაცმელს კლუბის თანამშრომლებისთვის.

გავრცელებული ინფორმაციით, გარიგება კლუბს წელიწადში დაახლოებით 60 მილიონ ფუნტს მოუტანს.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული