"ბარსელონას" სალაჰი შესთავაზეს - კატალონიელები წინადადებას მხოლოდ ერთ ვარიანტში დათანხმდებიან

AutoSharing Option
Sport.es-ის ინფორმაციით, "ლივერპულის" შემტევის მოჰამედ სალაჰის წარმომადგენლებმა ფეხბურთელის სამსახური "ბარსელონას" შესთავაზეს.

მოგეხსენებათ, ეგვიპტელს 30 ივნისს "მერსისაიდელებთან" კონტრაქტი ეწურება და "ბლაუგრანაში" გადასვლა სრულიად უსასყიდლოდ შეეძლება.

კატალონიელთა მთავარი პრობლემა სალაჰის ხელფასია. ის "ლივერპულში" სეზონურად 15 მილიონ ფუნტს გამოიმუშავებს, ამის გადახდა კი ესპანურ გუნდს არ შეუძლია და თუ ფეხბურთელი ხელფასის შემცირებას დათანხმდება, ტრანსფერი შესაძლებელი გახდება.

აღსანიშნავია, რომ ეგვიპტელს საუდის არაბეთის ერთ-ერთი გუნდი სეზონურად 50 მილიონ ევროს სთავაზობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული