გადაბარგდება ჯოვანი სიმეონე "ფიორენტინაში"?

AutoSharing Option
შარშან "ბანფილდიდან" "ჯენოაში" გადასულმა მადრიდის "ატლეტიკოს" მწვრთნელ დიეგო სიმეონეს შვილმა ჯოვანიმ იტალიის ჩემპიონატის 35 მატჩში 12 გოლი გაიტანა და მისი პერსონით "ფიორენტინა" დაინტერესდა.

ფლორენციული კლუბი მზადაა, 17 მილიონი გადაიხადოს, გენუელები კი 20 მილიონს ითხოვენ და აცხადებენ, რომ ამაზე ნაკლებად არ დათმობენ. ცნობისათვის, ამას წინათ "ჯენოამ" ჯოვანი მამამისის "როხიბლანკოს" 18 მილიონად არ მიჰყიდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული