"გაზეტა დელო სპორტი" იუწყება, რომ იმისათვის, რათა უეფას ფინანსური ფეირ-პლეი არ დაარღვიოს, მილანის "ინტერი" იძულებულია 30 წლის თავდამსხმელი ანტონიო კანდრევა გაყიდოს.
მისი შეძენის სურვილი ლონდონის "ჩელსის" აქვს, ოღონდ იქამდე "არისტოკრატებმა" ფორვარდ დიეგო კოსტას საკითხი უნდა გადაწყვიტონ.
გასულ სეზონში ყველა ტურნირის 45 მატჩში 8 გოლის გამტან კანდრევას ნერიაძური 25 მილიონ ევროდ აფასებს.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.