შეხვედრას "ატლეტი აძურის" სტადიონზე ყურადღებით უყურებდა დედაქალაქური კლუბის ახალი დირექტორი, ამ გუნდის ლეგენდა ფრანჩესკო ტოტი, რომელმაც ნამატჩევს სოციალურ ქსელში დაწერა:
"ჩემი გუნდის თამაშის ტრიბუნიდან ცქერა ძალიან ძნელია. ვულოცავ ფეხბურთელებს კარგ შედეგს და პირველ გამარჯვებას. ეს ბრძოლის და დიდი ემოციების სეზონი იქნება. წინ გამარჯვებებისაკენ".