"რომას" Hugo Boss-ი შემოსავს

AutoSharing Option
"რომამ" პარტნიორული ურთიერთობა დაამყარა მოდის სახლ Hugo Boss-თან და ამიერიდან გუნდის ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, მენეჯერებსა და თანამშრონლებს ეს გერმანული ფირმა შემოსავს. კლუბის საიტი იტყობინება, რომ Hugo Boss-თან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმეს.

"ეს გუნდი შესანიშნავი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და ჩვენი ბრენდისთვის ჩინებული პარტნიორია. მოხარული ვართ მთელს მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო კლუბთან პარტნიორული ურთიერთობის დამყარებით", - განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ფოლკერ გერემ.

Hugo Boss-ი "რომას" თავისი პარფიუმერული ნაწარმითაც მოამარაგებს.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული