"მილანს" ანტონიო კონტე უნდა

AutoSharing Option
"ფუტბოლ იტალიის" ინფორმაციით, "მილანს" მთავარ მწვრთნელად "ჩელსის" დამრიგებელ ანტონიო კონტეს ხილვა სურს. მართალია, კლუბის ხელმძღვანელებმა "რომასთან" საშინაო მარცხის (0:2) შემდეგ დაიცვეს ამჟამინდელი მწვრთნელი ვინჩენცო მონტელა, თუმცა ეს მაინც დროებითი ხასიათის ღონისძიებად მიიჩნევა.

საქმე ისაა, რომ სანაკრებო პაუზის შემდეგ "მილანს" დერბი ელის "ინტერთან" და თუ "როსონერი" იმ შეხვედრაშიც დამარცხდა, შეიძლება მონტელას ბედიც იქვე გადაწყდეს. ისმის ხმები იმის თაობაზეც, რომ არ არის გამორიცხული, გუნდი დროებით ჯენარო გატუზომ ჩაიბაროს, მაგრამ ამ უკანასკნელის სამწვრთნელო კარიერიდან გამომდინარე, ეს ცოტა რთულად სავარაუდოა.

რაც შეეხება კონტეს, "ჩელსის"
ამჟამინდელმა პირველკაცმა თქვა, რომ ის აპირებს იტალიაში დაბრუნებას, ოღონდ სპორტული დირექტორის თანამდებობაზე. "მილანი" კონტეზე იმად გადაერთო, რომ "ბაიერნიდან" გათავისუფლებულმა კარლო ანჩელოტიმ, ვისაც რამდენიმე დღის წინ "როსონერიში" დაბრუნებას აქტიურად უწინასწარმეტყველებდნენ, ათთვიანი პაუზა აიღო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული