დე ლაურენტისი სარის გვარდიოლაზე არ გაცვლის

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ გუნდის მწვრთნელის მაურიციო სარის მუშაობით კმაყოფილია და "მანჩესტერ სიტის" მენეჯერმა პეპ გვარდიოლამ მათთან მუშაობა რომც მოინდომოს, არ დათანხმდება:

"13 წელია კლუბს ვხელმძღვანელობ და უკვე სკუდეტოსა და ჩემპიონთა ლიგის მოგების ამბიციაც მაქვს. არ გეგონოთ ამით დავკმაყოფილდები. გამარჯვებების ეპოქა უნდა დავიწყოთ.

ფეხბურთი კარგად არ მესმოდა და კინემატოგარაფის პრინციპების გადმოტანას ვცდილობდი. სერია А-ში პირველი სეზონის ჩატარების შემდეგ მითხრეს, რომ უეფას საკლუბო რეიტინგში 525-დან მე-15 ადგილზე გადავედით.

პეპ გვარდიოლამ მეტი ხელფასი რომც არ მომთხოვოს, სარის მაინც არ
ვამჯობინებ, რადგან მაურიციო ნამდვილი პროფესიონალია. სწორედ ამიტომ არ მოვისურვე ზაფხულში გუნდში რევოლუციური ცვლილებების განხორციელება".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული