იკარდი, რომელმაც თანაგუნდელს ცოლი წაჰგვარა, კლუბში მუშაობას არ აპირებს

AutoSharing Option
ჩინებულ ფორმაში მყოფმა მილანის "ინტერის" არგენტინელმა თავდამსხმელმა მაურო იკარდიმ თავის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა:

"მინდა ნერიაძურიში დიდხანს დავრჩე და ჩემს გუნდთან ერთად დიდი ტურნირი მოვიგო. ფრანჩესკო ტოტივით ფეხბურთს 40 წელი არ ვითამაშებ და არც მასსავით სპორტული დირექტორი არ გავხდები.

მწვრთნელობაც არ მხიბლავს. უბრალოდ, მამა ვიქნები და ოჯახს მივხედავ".

შეგახსენებთ, 2014 წელს, როდესაც გენუის "სამპდორიაში" თამაშობდა, მაურომ თანაგუნდელსა და თანამემამულეს მაქსი ლოპესს სამშვილიანი მეუღლე ვანდა ნარა წაჰგვარა, მეოთხე შვილი გააჩენინა და ბედნიერად ცხოვრობენ.

იკარდის შესახებ დიეგო მარადონამ თქვა, ჩემს დროს მასეთი რამ
ვინმეს რომ ჩაედინა, გასახდელში ცემით მოვკლავდითო, ხოლო ლეო მესის მოთხოვნით, ადრე მაუროს ნაკრებში არ იძახებდნენ.
ასევე დაგაინტერესებთ