"ნაპოლი" მაქინაციაშია ეჭვმიტანილი - გამოძიება დაიწყო

AutoSharing Option
"ნაპოლის" მიმართ გამოძიება დაიწყო. კლუბის წევრები მაქინაციაში არიან ეჭვმიტანილნი, რომელიც ბილეთების გაყიდვას ეხება.

"ტარდება ისეთივე გამოძიება, როგორიც "იუვენტუსში", მაგრამ ნეაპოლის პროკურატურის მიერ. დღეისთვის 34 მოსმენაა განხორციელებული.

მოცემული სურათი წუხილს იწვევს. მომავალისთვის მსგავსი ინციდენტების აღმოფხვრას ვგეგმავთ", - განაცხადა კომისიის წარმომადგენელმა მაფიასთან ბრძოლის საკითხში.

თუ მაქინაციაში "ნაპოლის" კავშირის მტკიცებულებები აღმოჩნდება, მაშინ საქმეს სასამართლოს გადასცემენ.

ადრე მსგავსი მაქინაციების გამო ფეხბურთიდან ერთი წლით ტურინის "იუვენტუსის" პრეზიდენტი ანდრეა ანიელი მოკვეთეს.

მომზადებულია La Gazzetta dello Sport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ადმინ იტალიის სატურნირო მდგომარეობაში ლაციოს 2 წაგება და 12 თამაში გიწერიათ და გამოასწორეთ
ხარი
17:48 07-11-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული