"ნაპოლი" გაამართლეს

AutoSharing Option
როგორც გაუწყეთ, "ნაპოლი" ბილეთების რეალიზაციის მაქინაციებში იყო ეჭვმიტანილი და პროკურატურის მრავალი მოსმენა განხორციელდა. თუმცა, "ნაპოლის" ვერაფერი ვერ დაუმტკიცეს და საქმე დაიხურა.

"გამოძიება დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო დასრულებულია. ახალი გამოძიების დაწყების ვერავითარ საფუძველს ვერ ვხედავ. ყველა ბრალდება უარყოფილია", - განუცხადა კლუბის ადვოკატმა Radio Crc-ს. ეს ინფორმაცია კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმაც დაადასტურა.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ანალოგიური მაქინაციების გამო ფეხბურთიდან ერთი წლით ტურინის "იუვენტუსის" პრეზიდენტი ანდრეა ანიელი მოკვეთეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული