"სამპდორიას" პრეზიდენტი: Fiat 500-ით Ferrari-ს გავასწარი

AutoSharing Option
სერია A-ს მე-13 ტურში გენუაში ტურინის "იუვენტუსის" დამარცხების შემდეგ (3:2), "სამპდორიას" ოდიოზური პრეზიდენტი მასიმო ფერერო სიხარულისაგან კინაღამ ჭკუიდან გადავიდა და თქვა, Fiat 500-ით მივდიოდი, ჩემს წინ Ferrari იყო, ვუსიგნალე, გზიდან მაინც ჩამომეცალა და გავასწარიო. მერე თამაშიც გაარჩია"

"მისტერ ბუფონმა ბრძანა, როგორც წესი, სხვა გუნდები გზიდან გვეცლებიანო. დღეს ის თავისი "იუვეთი" გზიდან ჩამოგვეცალა. რას შეგვიძლია მივაღწიოთ ამ სეზონში? ვუთხარი ბიჭებს, მაღლა არ ეფრინათ და მეტოქე ფეხბურთელების დარტყმებს მორიდებოდნენ.

ხალხი ამბობს, რომ მე მხოლოდ ვყიდი მოთამაშეებს. სინამდვილეში სერიოზულ ინვესტიციებს ვახორციელებ. კარგი გუნდი
გვყავს. ზამთარში არავინ არ დაგვტოვებს. მწვრთნელს ჩინებული ქსოვილი მივეცი და მისგან ლამაზი კოსტუმი შეკერა".

მე-6 ტურში "სამპამ" "მილანს" 2:0 სძლია და ფერერო ღადაობის ხასიათზე მოვიდა:"როსონერიმ ტრანსფერებზე 200 მილიონი ევრო დახარჯა, ჩვენს კარში კი ერთხელაც არ დაურტყამს. მეგონა, 2:1-ს მოვიგებდით, მაგრამ შევცდი".
მკითხველის კომენტარები / 1 /
დარწმუნებული ხართ რომ სიტყვა ოდიოზურის მნიშვნელობა ზუსტად იცით?
shako
10:39 21-11-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული