ლუიჯი დელნერის ნაცვლად "უდინეზეს" მწვრთნელად მასიმო ოდო დაინიშნა

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის მე-13 ტურში "კალიარისთან" დამარცხების შემდეგ, სამუშაოდან დაითხოვეს "უდინეზეს" მწვრთნელი ლუიჯი დელნერი.

"ვიუწყებით, რომ მწვრთნელი ლუიჯი დელნერი და მისი თანაშემწე ჯუზეპე ფერაცოლი განთავისუფლებული არიან. მადლობას ვუხდით 13 თვის მანძილზე გაწეული სამუშაოსათვის და წარმატებებს ვუსურვებთ",-ნათქვამია კლუბის ოფიციალურ საიტზე გაკეთებულ განცხადებაში.

დელნერის ნაცვლად გუნდი მასიმო ოდოს ჩააბარეს, რომელიც ადრე "პესკარას" ედგა სათავეში.

"უდინეზე" სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული