ჯენარო გატუზო: მე მარტო ყვირილი კი არ ვიცი

AutoSharing Option
"მილანის" ახალმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ პრეს-კონფერენციაზე შემდეგი განაცხადა:"დიდი პასუხისმგებლობა დამეკისრა. მესმის, გამიჭირდება, მაგრამ ვითარებას უიმედოდ არ ვთვლი. ახალგაზრდა გუნდი გვყავს, რომელსაც შედეგის მიღწევა შეუძლია. ერთადერთი საბრძოლო სულისკვეთება აკლია და ვეცდებით ეს გამოვასწოროთ.

ამასთან, სასაცილოა იმის მოსმენა თითქოს მხოლოდ ყვირილი ვიცი. ყველას აგრესიულ ფეხბურთელად ვახსოვარ, თუმცა არავინ მიცნობს როგორც მწვრთნელს. ლიცენზია წარსული დამსახურებების გამო არ მიმიღია. სამუშაოსთვის საჭირო ცოდნა შევიძინე.

რაც შეეხება ტაქტიკას, სამი მცველითა და ოთხი ნახევარმცველით ვითამაშებთ. მონტელას უყვარს, როდესაც ფეხბურთელები ბურთს ათრევენ, მეც მიყვარს, მაგრამ დაცვიდან შეტევაში სწრაფად
გადასვლა გვმართებს. გუნდის კაპიტანი ლეონარდო ბონუჩი იქნება. აქ ორი აზრი არ არსებობს".
მკითხველის კომენტარები / 1 /
რაა?
დათო
10:36 29-11-2017
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული