"ბურთის ფლობა ჩვენს სასარგებლოდ ვერ გამოვიყენეთ. ტიფოზებს ყოველთვის ვეთანხმები, მაგრამ არა ამ შემთხვევაში. ჩვენთან თამაშისას იგუაინი ყოველთვის ბოლომდე იხარჯებოდა და სანიმუშოდ იქცეოდა. არ იყო საჭირო მისთვის ობსტრუქციის მოწყობა.
მარცხისგან ტრაგედიის შექმნა არაა საჭირო, რადგან 90 წუთი ვდომინირებდით, მაგრამ გოლი ვერ გავიტანეთ. 9 თვის მანძილზე ქვეყნის პირველობაზე არ დავმარცხებულვართ. სამწუხაროა".
ნამატჩევს პიპიტამ ჟურნალისტებისთვის კომენტარის გაკეთება არ ისურვა და უთხრა, რომ სათქმელი მოედანზე თქვა.