"კროტონეს" მწვრთნელად ვალტერ ძენგა დანიშნეს

AutoSharing Option
"კროტონეს" მწვრთნელად 57 წლის ვალტერ ძენგა დანიშნეს. კლუბის მიერ გარცელებულ ინფორმაციაში კონტრაქტის დეტალები არ ხმაურდება.

ძენგა ბოლოს "ვულვერჰემტონში" მუშაობდა, საიდანაც შარშან ოქტომბერში დაითხოვეს, იტალიაში კი "კატანიას", "პალერმოსა" და "სამპდორიას" ედგა სათავეში.

ძენგას წინამორბედი დავიდე ნიკოლა იმის გამო გადადგა, რომ "უდინეზესთან" მატჩის (0:3) შესვენებისას, როდესაც ანგარიში 0:1 იყო, გასახდელში კლუბის პრეზიდენტი ჯანი ვრენა შევიდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული